"საქართველოს კურსი პრაგმატულია" - კარასინი "ოცნებას" აქებს
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი 2008 წლის აგვისტოს ომში დასავლეთს ადანაშაულებს. ამის შესახებ ის რუსულ პროპაგანდისტლს "ტასთან" საუბრობს.
კარასინის მტკიცებით, გვისტოს ომი ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ ამუშავებს დასავლეთი და როგორ ცდომილებაში შეჰყავს ახალგაზრდა სახელმწიფოები.
2008 წლის აგვისტოს მოვლენები სამხრეთ კავკასიაში არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ დასავლეთის მიერ ე.წ. ახალგაზრდა სახელმწიფოებში პოლიტიკურ წრეებში ე.წ. ფოკუსირებული ჯგუფების მეთოდური დამუშავება, ამ სახელმწიფოების და ზოგიერთი ლიდერის როგორ აგრესიულობას იწვევს არსებული პრობლემების გადაჭრის საკითხში და სხვისი წინადადებით მიღებული გადაწყვეტილებების ცდომილების გაცნობიერების პერიოდს როგორ ახანგრძლივებს, - განაცხადა კარასინმა.
რუსი პროპაგანდისტი არ მალავს, რომ საქართველოს მოქმეი ხელისუფლების ქმედებებით კმაყოფილია. კარასინი ირწმუნება, რომ "ოცნების" პოლიტიკა პრაგმატულია და საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის გავითარებასა და მშვიდობაზეა ორიენტირებული.
საქართველო ახლა შედარებით მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს, ამყარებს კონსტრუქციულ ურთიერთობებს ყველა მეზობელთან, მისი კურსი პრაგმატულია საკუთარი ეკონომიკის განვითარებისკენ. თბილისში ხელისუფლება დაინტერესებულია რეგიონის სტაბილურობით, მონაწილეობს ე.წ. ჟენევის დისკუსიებში. ეს არის ძალიან კარგი, მომწიფებულია და კარგი შედეგების მომტანი. ეს არის აშკარა გაკვეთილი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მრავალი სხვა ქვეყნისთვისაც, რომლებიც ცდილობენ, გააუმჯობესონ საკუთარი იმიჯი ნაციონალიზმზე დაყრდნობით და წარმოჩნდნენ დიდ ძალად, - განაცხადა კარასინმა.