დაიშლება თუ არა კარვები რუსთაველის გამზირზე - სამოქალაქო აქტივისტები პროტესტს აგრძელებენ

31.05.21 11:15
დაიშლება თუ არა კარვები რუსთაველის გამზირზე - სამოქალაქო აქტივისტები პროტესტს აგრძელებენ

"ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლის მიუხედავად, სამოქალაქო აქტივისტები რუსთაველის გამზირზე პროტესტს გააგრძელებენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, დაშლიან თუ არა კარვების ქალაქს, მიღებული არ არის. სამოქალაქო აქტივისტების ერთი ნაწილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის"  პარლამენტში შესვლის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანო კვლავ არალეგიტიმურია.

არჩევნები ისევ გაყალბებულია, ვინმეს პარტლამენტში შესვლა არ ნიშნავს იმას, რომ ეს პარლამენტი ლეგიტიმური არის. ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ ოქტომბერში, კარვებში ცხოვრებას ვაგრძელებთ", - ამბობს აქტივისტი ნიკა ნარსია.