პრემიერის რუსული ნარატივი - კრემლის პროპაგანდისტული მედია ღარიბაშვილის განცხადებებით აჭრელდა
რუსული მედია ღარიბაშვილის განცხადებებით აჭრელდა - საუბარია საქართელოს პრემიერის განცხადებაზე, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად აგვისტოს ომის დაწყებაში დაადანაშაულა.
კრემლის პროპაგანდისტები ერთმანეთის მიყოლებით და იდენტური სათაურებით წერენ, რომ "ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილი დაადანაშუალა".
შეგახსენებთ, რომ პრემიერის შემდეგ გმირების საფლავთან მისული "ოცნების" ლიდერებიც ამტკიცებდნენ, რომ მესამე პრეზიენტმა ქვეყანას "ომი ვერ აარიდა და შეიარაღებული კონფლიქტიც სწორედ წინა ხელისუფლების პროვოცირებული იყო".