,,ენმ"-ს დასავლეთთან და აშშ-თან საერთო არაფერი აქვს - ალუდა ღუდუშაური

31.05.21 11:28
,,ენმ"-ს დასავლეთთან და აშშ-თან  საერთო არაფერი აქვს - ალუდა ღუდუშაური

„ქართული ოცნების“ წევრი, ალუდა ღუდუშაური, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. მისი თქმით, ,,ენმ"-ს დასავლეთთან და აშშ-თან საერთო არაფერი აქვს, რადგან მათ მიშელის შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს. 

სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩა კვლავ მიხეილ სააკაშვილის დაწერილი სცენარის მოქმედების ქვეშ. „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთო არაფერი აქვს არც დასავლეთთან, არც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, არც აშშ-თან, იმიტომ, რომ საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ მათი შემოსვლა ხდება პარლამენტში, მაგრამ არ ხდება იმ სულისკვეთებაზე, შეთანხმებაზე მიერთება, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების და აშშ-ს დიდი ძალისხმევის შედეგად იქნა მიღწეული, - ამბობს  ალუდა ღუდუშაური.