ომი დაიწყო 8 აგვისტოს - მინისტრი

08.08.23 15:29
ომი დაიწყო 8 აგვისტოს - მინისტრი

2008 წლის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს გორში. ქალაქში, სადაც მთელი 5 დღის განმავლობაში რუსული აგრესია და სისატიკე ხალხმა საკუთარ თავზე გამოსცადა, დილიდან ხალხმრავლობაა. ადგილლზე ომში დაღუპული გმირების მოსახსენიებელი პანაშვიდიც გადაიხადეს.

იქ ჩავიდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანიც, რომელმაც მმართველი გუნდის რიტორიკა გაიმეორა და თქვა, რომ ომი არა 7 არამედ 8 აგვისტოს დაიწყო.

რაც შეეხება ომის დაწყების თარიღს, ეს იყო 8 აგვისტო. ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული საქართველოში რუსეთის სრულმაშტაბიანი ომის დაწყების თარიღი. ამიტომ სპეკულაციებზე საუბარი ამ თარიღებთან დაკავშირებით რატომ ხდება, გაუგებარია". - ამბობს  თეა ახვლედიანი.