15 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ უკვე აჩვენა აგრესიული იმპერიული ამბიციები - სტეფანჩუკი
"15 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ უკვე აჩვენა აგრესიული იმპერიული ამბიციები," - ასე აფასებს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი აგვისტოს ომიდან 15 წლისთავს.
სტეფანჩუკის თქმით, რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ, მსოფლიოს უფრო მკაცრი რეაქცია რომ ჰქონოდა, ოკუპანტი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე შეჭრას ვეღარ გაბედავდა.
15 წლის წინ რუსეთმა დაიწყო შეიარაღებული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
15 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ უკვე აჩვენა აგრესიული იმპერიული ამბიციები.
15 წლის წინ მსოფლიო უფრო გადამწყვეტად და მკაცრად რომ მოქცეულიყო, რუსეთი ვერ გაბედავდა დამოუკიდებელ ტერიტორიებზე შეჭრას, რომლებიც მას არ ეკუთვნის.
უკრაინა დღეს მომავლისთვის იბრძვის იმის წინააღმდეგ, ვინც ყოველთვის ცდილობდა ამ მომავლის დანგრევას.
მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით - გადამწყვეტი და კოორდინირებული ნაბიჯებით დავამარცხებთ აგრესორს და დავამყარებთ მშვიდობას ევროპაში," - წერს რუსლან სტეფანჩუკი.