დაგვიანებული რეაქცია - მთავრობა 22 მილიონად ძებნა-შველის ახალ ოფისს და ვერტმფრენების ანგარს მოაწყობს
საქართველოს მთავრობა 22 მილიონად ძებნა-შველის ახალ ოფისს და ვერტმფრენების ანგარს მოაწყობს. ასაშენებლად ტენდერი 4 აგვისტოს - შოვში დატრიალებული ტრაგედიიდან მეორე დღეს, საღამოს ხუთ საათზე გამოცხადდა.
დოკუმენტებით ირკვევა, რომ ახალი ოფისის და ვერტმფრენების ანგარის პროექტი უკვე სამი წელია არსებობს. არქიტექტურული ნახაზები კი 2020 წლით თარიღდება. ახლა ჩნდება კითხვა, თუ ამდენი წელია პროექტი დევს, რატომ ვერ მოიძებნა ფული ამ მშენებლობისთვის და რატომ ვერ მოახერხა ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ“, რომ სამაშველო სამსახური აღეჭურვა.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.