4 რიცხვში ტენდერის გამოცხადება დამთხვევა არ არის - ბესიკ დონაძე

08.08.23 17:14
4 რიცხვში ტენდერის გამოცხადება დამთხვევა არ არის - ბესიკ დონაძე

"ვერტმფრენის და ანგრის საჭიროების შესახებ ამ ადამიანებმა იციან, რაც მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომ მოდერნიზება გაუკეთდეს გარკვეულ ეტაპზე," - ასე აფასებს ევროპული საქართველოს წევრი ბესიკ დონაძე მთავრობის დაგვიანებულ რეაქციას ვერტმფრენებისთვის საჭირო ანგრის მოწყობისა და ახალი ოფისისთვის ტენდერის გამოცხადებას.

დონაძის თქმით, ხელისუფლებამ წლებია იცის, რომ განახლება საჭიროა, თუმცა, შოვის ტრაგედიამდე კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამს. 

4 რიცხვში ტენდერის გამოცხადება დამთხვევა არ არის. ვერტმფრენის და ანგრის საჭიროების შესახებ ამ ადამიანებმა იციან, რაც მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომ მოდერნიზება გაუკეთდეს გარკვეულ ეტაპზე, სამი წელი მოანდომეს იმას, რომ ტენდერი გამოეცხადებინათ - ტენდერი არის 22 მილიონიანი. უპასუხისმგებლო ხელისუფლება გვყავს, არ ზრუნავენ საქართველოს მოქალაქეებზე, ამიტომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს,“ - ამბობს ბესიკ დონაძე.

საქართველოს მთავრობა 22 მილიონად ძებნა-შველის ახალ ოფისს და ვერტმფრენების ანგარს მოაწყობს. ასაშენებლად ტენდერი 4 აგვისტოსს - შოვში დატრიალებული ტრაგედიიდან მეორე დღეს, საღამოს ხუთ საათზე გამოცხადდა. 

დოკუმენტებით ირკვევა, რომ ახალი ოფისის და ვერტმფრენების ანგარის პროექტი უკვე სამი წელია არსებობს. არქიტექტურული ნახაზები კი 2020 წლით თარიღდება. ახლა ჩნდება კითხვა, თუ ამდენი წელია პროექტი დევს, რატომ ვერ მოიძებნა ფული ამ  მშენებლობისთვის და  რატომ ვერ მოახერხა ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ“, რომ სამაშველო სამსახური აღეჭურვა. 

მსგავსი სიახლეები