ივანიშვილს თავისი ვერტმფრენი რომ გამოეგზავნა, შეიძლება, რამდენიმე ადამიანი კიდევ გადარჩენილიყო - ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილის თქმით, შოვში, ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - სტიქიის ეპიცენტრში ცოტახნის წინ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ჩავიდა.
ნათელაშვილი ამბობს, რომ ტრაგედიის ღამეს, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ვერტმფრენი გამოეგზავნა, უფრო მეტი სიცოცხლე გადარჩებოდა.
ოპოზიციონერი ლიდერი ივანიშვილს მოუწოდებს, პირადად ჩავიდეს სტიქიის ადგილზე და ხალხს დატრიალებულ უბედურებაზე პასუხი გასცეს.
სამოთხეში დატრიალდა ჯოჯოხეთი. ამ საშინელი ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თავის დროზე მყინვარზე რომ დამონტაჟებულიყო მონიტორინგის აპარატურა, რის შესახებაც ხელისუფლება ფართო-ფართო დაპირებებს იძლეოდა. იმ ღამეს, ივანიშვილს რომ თავისი ვერტმფრენი გამოეგზავნა, შეიძლება რამდენიმე ადამიანი კიდევ გადარჩენილიყო. არ თქვათ ვინმემ, რომ მომხდარ ტრაგედიას მე ვიყენებ პოლიტიკისთვის და ცნობადობისთის. ცნობადობა არ მაკლია. არავითარი რეიტინგი ამ ცოდვის ფონზე არავის არ სჭირდება. 2012 წელს, როდესაც ივანიშვილი მოდიოდა ასეთი მასობრივი, მათ შორის, რაჭის მხარდაჭერით, მე განვაცხადე, რომ ეს არის საქართველოს დაუძინებელი მტერი. ახლა მე მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რაც ახლა მოხდა, რომ ნახევარი ჯიპის ფასი მონიტორინგის აპარატურა არ შემოატანინა თავის მთავრობას, შემიძლია ვთქვა, რომ ის არის ქართველი ხალხის მკვლელი. ჩამოვიდეს აი აქ და ხალხს გასცეს პასუხი თვითონ, პირადად ივანიშვილმა და არა მისმა დაქირავებულმა მონებმა, რომლებიც აქ დაეხეტებიან". - ამბობს შალვა ნათელაშვილი.
შოვში, მიწის ქვეშ დაკარგული ადამიანების ძებნის არეალი გაიზარდა - ყველაზე ინტენსიური სამუშაოები ახლა იმ ლოკაციაზე მიმდინარეობს, სადაც ცოტახნის წინ ქალის ცხედარი და სხეულის ფრაგმენტები იპოვეს. სამძებრო ოპერაციაში ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა ერთობლივად არის ჩართული. ოფიციალური ინფორმაციით, ეძებენ კიდევ 15 დაკარგულს, თუმცა ზუსტი მონაცემი, რამდენი ადამიანია მოყოლილი მიწის ქვეშ არავინ იცის.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.