ფარსია, ტრაგედიებზე ახსენდებათ მხოლოდ, რომ რაიმეა გასაკეთებელი - ირაკლი ნადირაძე

08.08.23 17:18
ფარსია, ტრაგედიებზე ახსენდებათ მხოლოდ, რომ რაიმეა გასაკეთებელი - ირაკლი ნადირაძე

"ტრაგედიებზე ახსენდებათ მხოლოდ, რომ რაიმეა გასაკეთებელი, თუმცა ან აშენდება ან არა," - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე ხელისუფლების მიერ შოვში დატრიალებული ტრაგედიიდან მეორე დღეს გამოცხადებულ ტენდერს.

საქმე ეხება 22 მილიონიან ტენდერს, რომლის თანახმადაც, ხელისუფლება ძებნა-შველის ახალ ოფისს და ვერტმფრენების ანგარს მოაწყობს. დოკუმენტებით ირკვევა, რომ ახალი ოფისის და ვერტმფრენების ანგარის პროექტი უკვე სამი წელია არსებობს. არქიტექტურული ნახაზები კი 2020 წლით თარიღდება. 

ირაკლი ნადირაძეს იმედი არ აქვს, რომ დაგვიანებული რეაქციის მიუხედავად, ხელისუფლება გამოცხადებულ ტენდერს ბოლომდე მიიყვანს და დარწმუნებულია, რომ ამ ტენდერითაც "ოცნებასთან" დაახლოებული პირები ისარგებლებენ.

ფაქტია, რომ ეს პროექტი რამდენიმე წელი თაროზე ჰქონდათ შემოდებული და ფაქტია, რომ სტიქიიდან 24 საათში გაახსენდათ, რომ მსგავსი ტიპის ოფისი იყო საჭირო შვეულმფრენებისთვის. ეს არის ზუსტად ისეთივე ფარსი, რითაც არის დაკავებული „ოცნების“ ხელისუფლება. ტრაგედიებზე ახსენდებათ მხოლოდ, რომ რაიმეა გასაკეთებელი, თუმცა ან აშენდება ან არა, ან ჩაატარებენ ამ ტენდერს ან არ ჩაატარებენ, მერე მისცემენ ქოც მაღალჩინოსანს, რომელიც ამაში ფულს მოიპარავს და ისევ მორიგი უბედურების მოლოდინში იქნება ქვეყანა,“ - ამბობს ირაკლი ნადირაძე.

მსგავსი სიახლეები