ანა დოლიძე შოვში მომხდარზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
შოვში დატრიალებული ტრაგედიის ფაქტზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე ითხოვს. განცხადება ანა დოლიძემ პარლამენტთან გააკეთა და დეპუტატებს მიმართა.
კანონმდებლობით ოპოზიციას აქვს საშუალება, ეს საგამოძიებო კომისია შექმნას და ასევე, თუ ეს ოპოზიცია არ შექმნის, შემდეგ პარლამენტში, სადაც აუცილებლად ვიქნებით, ჩვენ შევქმნით და ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებთ.
შოვის შემთხვევა ორ ნაწილად იყოფა – კონკრეტული პასუხისმგებლობა კოტეჯებთან დაკავშირებით, სამშენებლო ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით და სისტემური პოლიტიკური პასუხისმგებლობაც. ერთი შემთხვევით ჩვენ სისტემას ვერ შევცვლით. ვაკის პარკის ტრაგედიაზე დაიჭირეს ის ხალხი, მაგრამ ეს არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. გაუმართავი და კორუმპირებული სისტემა ადგილზეა. ჩვენ უნდა მივადგეთ, გამოვასწოროთ სისტემა, რომელიც იზრუნებს ეკოლოგიურ სამართლიანობაზე და იმაზე, რომ კლიმატური ცვლილებების პირობებში საქართველო თავის სიტყვას იტყვის და ესენი უბრალოდ მხრებს არ აიჩეჩავენ. საგამოძიებო კომისია დააყენებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს და მას შეისწავლის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.