რა მითითებას მიიღებს საქართველო EU-სგან? - ევროკომისიამ გაფართოების ანგარიშის მომზადება დაიწყო

08.08.23 17:49
რა მითითებას მიიღებს საქართველო EU-სგან? - ევროკომისიამ გაფართოების ანგარიშის მომზადება დაიწყო

ევროკომისიამ გაფართოების ანგარიშის მომზადება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს. ჟურნალისტი წერს, თუ რა მოცემულობის წინაშე აღმოჩნდებიან საქართველო, უკრაინა და მოლდოვა.

ჟურნალისტის თქმით, ანგარიში ოქტომბრის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება.  

  ევროკომისიამ გაფართოების ანგარიშის მომზადება, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში უნდა გამოქვეყნდეს, დაიწყ ო. მდგომარეობა არის ასეთი, იქნება რეკომენდაცია უკრაინისა და მოლდოვისთვის, რომ დაიწყონ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე და საქართველოსთვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. თუმცა, დეკემბერში ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის კონსენსუსის მიღწევა კვლავ საჭიროა," - წერს იოზვიაკი.

 

  

მსგავსი სიახლეები