არ მგონია, დაუყოვნებლივ რეაგირებას ადამიანების ბედზე გავლენა ჰქონოდა - სარჯველაძე

08.08.23 17:56
არ მგონია, დაუყოვნებლივ რეაგირებას ადამიანების ბედზე გავლენა ჰქონოდა - სარჯველაძე

"არ მგონია, დაუყოვნებლივ რეაგირებას ადამიანების ბედზე გავლენა ჰქონოდა," - ეს განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ შოვის სტიქიაზე საუბრისას გააკეთა.

რაც შეეხება სამაშველო ღონისძიებას, დეპუტატის თქმით, ყველა ის მოქალაქე გადარჩაქ, ვინც "მასამ არ დაფარა".

 ვინც იქ უშუალოდ არ დაფარულა, ყველა გადარჩა და არც ერთი ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ მაგალითად, რამდენიმე საათის დაგვიანებით აღმოჩენილიყო დაღუპული," - ამბობს სარჯველაძე.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სტიქიიდან მეხუთე დღეს კვლავ ოპონენტები გააკრიტიკა და "პოლიტიკური დებატებისთვის ახალი ასპარეზი გახსნაში" დაადანაშაულა.

თავისი მასშტაბით მართლაც არნახული სტიქია და ტრაგედიაა. რეზულტატები, რომელიც ადამიანური ტრაგედიების სახით გვაქვს, შეუძლებელია ვინმეს გულგრილს ტოვებდეს. ეს არის ძალიან დიდი დრამა და მთელი საქართველოს ტრაგედია, თუმცა ძალიან სამწუხარო და გულსატკენია, რომ პოლიტიკოსები იცლიან და ძალას პოულობენ, რომ აქცენტი პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთონ. ნაცვლად იმისა, რომ პირველივე წუთებიდან ტრაგედიის განცდის ემოცია ყოფილიყო, მომენტალურად საკითხს ცივად მიუდგნენ და შოვის ტრაგედიის გამოყენებით პოლიტიკური დებატებისთვის ახალი ასპარეზი გახსნეს. კალაძის ოჯახის წამოსვლასთან დაკავშირებით თვითონაც გადასარევად ფლობდნენ ინფორმაციას, თუ რა მოხდა, მაგრამ სანამ კონკრეტული კადრები არ დაიდო, სტრატეგია არ შეცვალეს.

იგივე შემიძლია ვთქვა ვერტმფრენების ისტორიასთან დაკავშირებით. ვინმემ რაიმე ფუნქცია თქვას, რისი შესრულებაც ვერტმფრენს შეეძლო და ვერტმფრენის არქონის გამო ვერ შესრულდა.

იგივე შემიძლია ვთქვა უცხოეთისგან შემოთავაზებულ დახმარებაზე და ჰუმანიტარული მოტივაციით წამოყენებულ ინიციატივებზე. ოპოზიციამ სცადა მომხდარი ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური გეგმების განხორციელების ინსტრუმენტად ექცია, რაც ამორალური საქციელია.

არც ერთი ისეთი რეკომენდებული აქტივობა არ არსებობს, რომელიც ან დაგვიანდა, ან არ განხორციელდა ან არასათანადო რესურსით განხორციელდა. ყველაფერი იყო უზრუნველყოფილი, რასაც კი შეეძლო სტიქიის შედეგების მინიმიზირება და ადამიანების გადარჩენა.

რაც შეეხება დეტექციის სისტემას ამასთან დაკავშირებით ბევრი დეზინფორმაცია მოვისმინეთ - არავითარი მეცნიერული დასაბუთება არ გააჩნია იმ სპეკულაციურ ვერსიებს, რომლითაც ხელისუფლების დადანაშაულებას ცდილობენ.

მასშტაბი, ტრაგიკული გარემოებების დამთხვევა განაპირობებს დასკვნას, რომ წინასწარი პროგნოზირება რასაც საფრთხის თავიდან აცილება შეეძლო, ობიექტურად შეუძლებელი იყო", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი სიახლეები