უცნაური და არათანმიმდევრული გადაწყვეტილება - სერგეენკო ,,ენმ"-ს პარლამენტში შესვლაზე
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, დავით სერგეენკო, ,,ენმ"-ს გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით არათანმიმდევრულს უწოდებს. სერგეენკო ოპოზიციური პარტიის მხრიდან პარლამენტში განმარტებებს ელოდება.
თავიდან მკაცრად აკრიტიკებდნენ პარლამენტს, თვლიდნენ, რომ ეს არალეგიტიმურია, შემდეგ მოითხოვდნენ, რომ შეთანხმება შემდგარიყო და შედგა ეს შეთანხმება, ხელი არ მოაწერეს და ახლა ნაწილობრივ შემოდიან. უცნაური და არათანმიმდევრულია, ჩემი აზრით. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. სამართლიანობა მოითხოვს, მივცეთ ამ ადამინებს საშუალება, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან ახსნან თავისი გადაწყვეტილება, - ამბობს სერგეენკო.