აუცილებელია მყისიერი რეაგირება, შეიქმნას აპლიკაცია - არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი

08.08.23 18:35
აუცილებელია მყისიერი რეაგირება, შეიქმნას აპლიკაცია - არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი

არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი სტიქიურ მოვლენებზე მყისიერი რეაგირების მიზნით სპეციალური აპლიკაციის შექმნის ინიციატივით გამოდის. როსტომაშვილის თქმით, მსგავსი აპლიკაციის მოდელი შეისწავლა შვეიცარიაში, სადაც აპლიკაციის მუშაობა საკმაოდ ეფექტური იყო.

ირაკლი როსტომაშვილის თქმით, ქალაქები კონკრეტულ კვადრატებად არის დაყოფილი, იქ მცხოვრებ მოქალაქეებს აქვთ მიღებული დირექტივა, სტიქიური ტრაგედიის დროს როგორ უნდა იმოქმედონ.

შოვის და თბილისის სტიქიების შემთხვევებში ხალხმა გაწმენდით სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა და ეს სპონტანურად მოხდა. ეს ხდებოდა უკან მიდევნებული ლამპარის პრინციპით, არადა შვეიცარიაში, ყველამ იცის თავისი ფუნქცია, როცა გამოცხადდება მსგავსი განგაში, რომელ აპლიკაციასაც ვაკეთებთ, კონკრეტული კვადრატებად, ზოლებად არის დაყოფილი ტერიტორია, სადაც მოხდება ეს, იმათ მისდით შეტყობინება და იციან, რა უნდა გააკეთონ. თუ არის შეტყობინება და მთაზე ჩამოწვა ზვავი და მოყოფილი არიან ტურისტები, ავტომატურ რეჟიმში ხდება ის, რომ აღრიცხვაზე აყვანილი ჰყავთ ჯიპები, კონკრეტულმა მფლობელმა იცის, რომ თუ ასეთი შეტყობინება მიუვა, უნდა მივიდეს ქალაქის „რატუშასთან“, უჯდება ექიმი, უდებენ მედიკამენტებს," - ამბობს არქიტექტორი.

მსგავსი სიახლეები