პრემიერი აგვისტოს ომის დაწყებაში საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს - რუსეთი კმაყოფილია
ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომის დაწყებაში საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს. 15 წლის შემდეგ პრემიერი ისრებს წინა ხელისუფლებისკენ მიმართავს და ამტკიცებს, რომ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ისევე, როგორც კრემლი, ღარიბაშვილიც ამბობს, რომ პასუხიხმგებლობა საქართველოს ეკისრება.
პრემიერის განცხადებებით რუსეთი სიხარულს ვერ მალავდა. მთელი პროპაგანდისტული მედია დღეს ღარიბაშვილის სიტყვებს ციტირებდა.
რატომ 7 და არა 8აგვისტო? - მუხათგვერდის სასაფლაოზე დღეს მისული ხელისუფლება თარიღებით სპეკულაციაში ოპოზიციას ადანაშაულებდა. არადა, ყველა მტკიცებულებით დასტურდება, რომ სამხედრო ინტერვენცია საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ 7 აგვისტოს დაიწყო.
ამის მიუხედავად, ივანიშვილის მთავრობა წლიდან წლამდე ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს და რუსული ნარატივით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.