კოლოსალური ხელფასების წელი - რაში უხდის „ოცნება“ შტატგარეშე თანამშრომლებს ბიუჯეტის თანხებს?

08.08.23 20:30
კოლოსალური ხელფასების წელი - რაში უხდის „ოცნება“ შტატგარეშე თანამშრომლებს ბიუჯეტის თანხებს?

 

 

სამაშველო ვერტმფრენის შესაძენად და ხალხის გადასარჩენად ფული  მთავრობას არ აქვს,  სამაგიეროდ, აქვს მილიონები პარტ აქტივისთვის ხელფასების გადასახდელად. ამ წლის მხოლოდ პირველ ნახევარში  მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლებზე რეკორდული 236 მლნ ლარის ხელფასები გასცა. 

რისთვის უხდიან მათ ამდენ ფულს?  ოპოზიცია და ექსპერტები ფიქრობენ, რომ ადამიანებს, ვინც, წესით, დროებით, კონკრეტული სამუშაოებისთვის უნდა იყვნენ დასაქმებულები, ხელისუფლება  კრიტიკულად განწყობილი ადამიანების სალანძღავად და წინასაარჩევნო აგიტაციისთვის იყენებს. 

ოპოზიცია ხელისუფლებას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და წინასაარჩევნოდ  საჯარო მოხელეების მოსყიდვაში ადანაშაულებს.   მთავრობა მალავს, რამდენი შტატგარეშე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, თუმცა წლიდან წლამდე მათი რაოდენობა რეკორდულად იზრდება. სწორედ ეს  აჩენს ეჭვს, ნეპოტიზიმისა და პოლიტიკური  ნიშნით დასაქმების შესახებ.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 
 

მსგავსი სიახლეები