საერთო ჯამში, 8 ავტომობილია, გაუჩინარებული - მღებრიშვილის თქმით, სტიქიის ზონაში ძებნის არეალი გაფართოვდება

08.08.23 20:33
საერთო ჯამში, 8 ავტომობილია, გაუჩინარებული - მღებრიშვილის თქმით, სტიქიის ზონაში ძებნის არეალი გაფართოვდება

სტიქია შოვში - ძებნის არეალი ხვალიდან გაფართოვდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, 8 ავტომობილის გაუჩინარების შესახებ აქვს მის სამსახურს ინფორმაცია. 

მღებრიშვილის ინფორმაციით, სამძებრო სამუშოები მდინარე ჭანჭახზე გაგრძელდება, ადგილზე აღმოჩენილია ტანსაცმელი, რაც ამყარებს ეჭვს, რომ ცხედრები შესაძლოა იყოს იმ ტერიტორიაზე. 

საერთო ჯამში, 8 ავტომობილია, რომელიც არ ჩანს, გაუჩინარებულია და საფუძვლიანი ეჭვი იმის, რომ მდინარის კალაპოტში შეიძლება იყოს აღმოჩენილი ცხედარი, ამის ალბათობა დიდია. დამატებით კიდევ აღმოჩენილია ტანისამოსი, ისეთი ნივთები. პარალელურად, თვითონ სტიქიის ეპიცენტრში უფრო გავშალეთ არეალი, კიდევ ე.წ. კალცის წყლებში აქტიურად მიმდიანრეობდა საძიებო სამუშაოები, 70 პროცენტი უკვე მოძიებული გვაქვს ტერიტორია, 100 მეტრის რადიუსი გვაკლდა და მანდაც გაგრძელდება ხვალ სამუშაოები. ხვალ დილიდან უფრო ფართოდ დავიწყებთ ამ მიმართულებაზე საძიებო სამუშაოს," - ამბობს მღებრიშვილი.

მსგავსი სიახლეები