სტიქია რაჭაში - მეწყრულ ზონაში დაკარგულად გამოცხადებული ერთი პირი პოლიციამ იპოვა

08.08.23 20:40
სტიქია რაჭაში - მეწყრულ ზონაში დაკარგულად გამოცხადებული ერთი პირი პოლიციამ იპოვა

სტიქია რაჭაში - პოლიციამ შეძლო მეწყრულ ზონაში დაკარგულად გამოცხადებული პირის პოვნა. ინფორმაცია ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა მიაწოდა. 

მღებრიშვილის თქმით, დაკარგულთა სიაში მყოფი პირი პოლიციამ თბილისში იპოვა. 

ნეგატივის შემდეგ, ერთი ძალიან იმედისმომცემი ინფორმაცია შემიძლია გითხრათ, რომ ცხელ ხაზზსა და 112-ში იყო დაფიქსირებული, დაფიქსირებული იყო დაკარგულთა სიაში ზურაბ ბიბილეიშვილი. ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ეს პირი ჯანმრთელია, ცოცხალია და ამ დროისთვის სტიქიის ზონაში არ იმყოფება. იყო ადამიანი დაკარგულების სიაში და დღეს შეგვიძლია ამოვრიცხოთ სიიდან," - ამბობს მღებრიშვილი.

იმყოფებოდა თუ არა სტიქიის დღეს ზურაბ ბიბილეიშვილი შოვში, ამ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ვერ აკონკრეტებს. 

მსგავსი სიახლეები