ესენი სპეციალურ ადგილებს არჩევენ, რომ კარგად ასიამოვნონ პატრონებს - ზაზა გოგავა პრემიერის მუქარაზე

08.08.23 21:45
ესენი სპეციალურ ადგილებს არჩევენ, რომ კარგად ასიამოვნონ პატრონებს - ზაზა გოგავა პრემიერის მუქარაზე

"ესენი სპეციალურ ადგილებს არჩევენ, რომ კარგად ასიამოვნონ მის პატრონებს, ეს მოდის კრემლიდან,“ - ეს განცხადება გენერალმა ზაზა გოგავამ "დღის ამბებში" გააკეთა.

გოგავა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რა დროსაც მთავრობის მეთაურმა მუხათგვერდის სასაფლაოზე ის, როგორც 2008 წლის ომში გენშტაბის მეთაური, "პოლიტიკურად ანგაჟირებულად" მოიხსენია. 

ჩვენმა გმირმა სამხედროებმა, მე არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა გენშტაბის მეთაურს, იგი არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მე მასზე არ ვსაუბრობ, მაგრამ მმართველობა, სამხედრო მმართველობა, აი, ის გმირი ოფიცრები… მათ იბრძოლეს თავდადებით, აჩვენეს გმირობის მაგალითი. სამწუხაროდ, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ომის დაწყების მომენტიდან, ჩაიდინა საშინელი ღალატი,“ – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის ეს განცხადება ზაზა გოგავასთვის ქართველი სამხედროების მიმართ მუქარის მანიშნებელია და დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ აგვისტოს ომში მონაწილე სამხედროების დისკრედიტაციის დავალება კრემლისგან მიიღო. 

ის განცხადება, რაც დღეს ღარიბაშვილმა გააკეთა, გამიკვირდა ის, თუ რა დრო შეარჩია ამისთვის. უკვე 2012 წლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ხაზს უსვამდა, რომ რუსეთის ტერორისტული სახელმწიფო მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ნებისმიერ ფასად დასაჯონ ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 2008 წლის აგვისტოს ომში და გაუწია წინააღმდეგობა ტერორისტებს, მათ ეს დაწყებული აქვთ წარმატებით, უმაღლესი მთავარსარდალი ზის ქართულ ციხეში, რომ არა მარტო მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის ენახებინა პუტინს, რომ რა ემართება თავის შვილებისთვის მებრძოლ ადამიანებს. ვინ არის ნომერ მეორე სამხედრო ამ სიაში, ეს არის ზაზა გოგავა, ხაზგასმით თქვა, სახელი და გვარი არ უთქვამს, მაგრამ ხაზგასმით თქვა. ყველაზე დიდი შეურაცხყოფა ის კი არ იყო, ჩემი სახელი რეგალია ახსენა, ყველაზე დიდი შეურაცხყოფა იყო ადგილი, სადაც ეს თქვა. უკან არის ჩვენი გმირი ბიჭების საფლავები, დგას მთავრობის მეთაური და ამბობს ასეთ განცხადებას, შეურაცხყოფას აყენებს, რომ უმაღლესი მთავარსარდალი არარაობაა, ახლა დადგა დრო იმისა, რომ სამხედროს შეეხონ, დადგა დრო იმისა, რომ მთავარსარდალი არაფერს წარმოადგენდა, წარმოიდგინეთ, რა დონის შეურაცხყოფაა სამხედროების... შეურაცხყოფას აყენებენ ყველა იმ სამხედროს, რომელიც ჩემს დაქვემდებარებაში იყო, რომელიც ჩემთან ერთად იბრძოდა, მათ ეუბნებიან, რომ დრო რომ გავა და დაგვცალდება, ზუსტად ვიცი, რომ არ დასცალდებათ, მაგის რანგის ქვეშ წავალთ, მერე სხვა მეთაურებს ვნახავთ, ერთ მშვენიერ დღეს იმ საფლავებსაც მიადგებიან და გაუბედავენ მშობლებს, ეტყვიან, რომ იცით, რა წარმოუდგენელია საერთოდ, რატოა ამ ტერიტორიაზე საფლავები, ეს იყო შეურაცხყოფა, ჩემთვის კი არ იყო შეურაცხყოფა, მე ამას ავიტან, მაგრამ არავის ვაპატიებ, რომ საფლავები შეურაცხყონ,“ - ამბობს ზაზა გოგავა. 

მსგავსი სიახლეები