როგორც კი სააკაშვილზე მიდგება, კრუნჩხვებში ვარდებიან, საფლავიდან ისმის ღმუილი - მამუკა ყურაშვილი

08.08.23 21:57
როგორც კი სააკაშვილზე მიდგება, კრუნჩხვებში ვარდებიან, საფლავიდან ისმის ღმუილი - მამუკა ყურაშვილი

"უდიდესი რაოდენობა არის დღეს შეიარაღებულ  ძალებში, რომლებმაც ღირსეულად იომეს, იმათაც ეხებიან," - ასე აფასებს გენერალი მამუკა ყურაშვილი აგვისტოს ომთან დაკავშირებით მთავრობის პირველი პირის და მინისტრების განცხადებებს, მათ შორის დღეს მუხათგვერდის სასაფლაოსთან გაკეთებულს. დღეს პრემიერმა აგვისტოს ომის დაწყებაში კვლავ მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდალი, მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა.

გენერლისთვის მიუღებელია ის შეურაცხმყოფელი განცხადებები, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი ან თავდაცვის მინისტრი აკეთებს. გენერლის თქმით, მთავრობის წევრების და რუსეთის მაღალჩინოსნების განცხადებები მსგავსია. 

ვერ წარმოვიდგენდი, რომ მოიხდებოდა თავდაცვის მინისტრის განცხადება შემედარებინა საოკუპაციო ლაინერიდან გვახსოვს ჩამოვიდა ნასვამი ქალბატონი და როცა ეკითხებიან, საქართველოს ძირძველი ტერიტორიები იყო თუ არა ოკუპირებული, ანალოგიური იყო, რომ სენსიტიურია, ამას ჰგავდა მისი განცხადება. როცა უსვამენ რუსებს კითხვას, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, ისინიც ასე პასუხობენ, სხვაობა ამათ შორის არ არის. მთელი უბედურება ისაა, სად აკეთებენ ამ განცხადებებს. 

იძახიან კი - რუსეთი ოკუპანტია, გმირულად იომა შეიარაღებულმა ძალებმა - კი ბატონო, იომა. ბევრი მათგანი აღიარებს, რომ ომი 7 აგვისტოს დაიწყო. მაგრამ, როგორც კი მიუახლოვდებიან, რომ ვინ იყო უმაღლესი მთავარსარდალი, თუნდაც დღევანდელი განცხადება, არაადეკვატური, რომ თურმე 2007 წელს საქართველოდან ქვედანაყოფები გაუყვანია რუსეთს, 2007 წელს კაკაშა იყო პრეზიდენტი, თუ ვინ იყო, შემთხვევით სააკაშვილი ხომ არ იყო პრეზიდენტი, სამკურნალოა ეს ხალხი. როგორც კი სააკაშვილზე მიდგება, კრუნჩხვებში ვარდებიან, მზად არიან ბეწვის ხიდზე გაატარონ ქვეყანა, ირთვება ჯექსონის კლიპი, საფლავიდან ისმის ღმუილი და მუმიები მოდიან წინა პლანზე და შორიდან გვესმის - გარეჯი საქართველოა, არ აგარევინებთ, იმიტომ, რომ პასუხი არ არის ამაზე - რატომ არის სააკაშვილი ციხეში... უდიდესი რაოდენობა არის დღეს შეიარაღებულ  ძალებში, რომლებმაც ღირსეულად იომეს, იმათაც ეხებიან,“ - ამბობს ყურაშვილი. 

მსგავსი სიახლეები