აშშ სამძიმარს უცხადებს მეწყრის შედეგად დაზარალებულებს, ვდგავართ მეგობარი საქართველოს გვერდით - ბლინკენი

08.08.23 22:15
აშშ სამძიმარს უცხადებს მეწყრის შედეგად დაზარალებულებს, ვდგავართ მეგობარი საქართველოს გვერდით - ბლინკენი

სტიქია შოვში - ამერიკის შეერთებული შტატები რაჭაში მეწყრის შედეგად დაზარალებულებს სამძიმარს უცხადებს. სამძიმრის შესახებ განცხადება სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა.

შეერთებული შტატები სამძიმარს უცხადებს საქართველოში მეწყრის შედეგად დაზარალებულებს. ჩვენ ვდგავართ მეგობარი საქართველოს გვერდით და ვაფასებთ მაშველების წარმოუდგენელ თავდადებას, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ ადამიანების გადასარჩენად და დაშავებულთა დასახმარებლად”, - წერს ბლინკენი.

მსგავსი სიახლეები