საქართველო სავარაუდოდ დამატებითი პირობებით მიიღებს სტატუსს -E U-ს გაფართოების ანგარიშის მოლოდინში
საქართველო სავარაუდოდ დამატებითი პირობებით მიიღებს სტატუსს - სავარაუდოდ ამ შედეგით დასრულდება ოქტომბერში ტრიოს ევროინტეგრაცია. ინფორმაციას პირველებს "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი უდასტურებს. ევროკომისიამ კი საბოლოო ანგარიშის მომზადება უკვე დაიწყო. რიკარდ იოზვიაკი ვარაუდობს, რომ პოზიციური გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველო სავარაუდოდ დამატებით რეკომენდაციებსაც მიიღებს, რადგან 27 ევროპულ ლიდერს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. პრობლემად რჩება დეოლიგარქიზაცია, სასამართლო და საარჩევნო რეფორმა.
სამუშაო ვერსიის შემუშავება ოქტომბერში დასამტკიცებელი გადაწყვეტილების უკვე დაწყებულია. ქვეყნებმა უკვე აქტიურ რეჟიმში დაიწყეს დაკვირვება რა ხდება საქართველოში. რასაც ახლა ვაკვირდები და რაც მესმის, არის ის რომ ეს შესაძლოა იყოს პოზიტიური გადაწყვეტილება სამივე ქვეყნის მიმართ.
ეს საკმაოდ დიდი და მსხვილი დოკუმენტი იქნება და მოიცავს ყველაფრის შეფასებას, მათ შორის ძალიან ბევრი გვერდი ამ დოკუმენტში დაეთმობა საქართველოს. ეს ევროკომისიის ამ შემადგენლობის საბოლოო დოკუმენტი იქნება, რადგან მომავალ წელს ევროპაშიც არჩევნებია.
თუმცა გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ არის, რადგან ევროპულ სახელმწიფოებში ისევ რჩებიან სკეპტიკოსები, რომლებსაც საქართველოში არსებული პოლიტიკური ატმოსფერო არ მოსწონთ და არ არიან კმაყოფილი თუ რა ხდება თბილისში.
ამიტომ მე ისევ ვვარაუდობ, რომ საქართველო დამატებითი პირობებით მიიღებს სტატუსს. ეს შეიძლება იყოს პირობა არსებული რეკომენდაციებიდან რომელთა შორისაც მთავარია დეოლიგარქიზაცია, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, სასამართლო რეფორმა. შეიძლება იყოს რაიმე სხვა ახალი პირობაც ჩადებული. აღსანიშნავია, რომ საქართველო მიიღებს მწვანე შუქს იმის გამოც, რომ მომავალ წელს ევროპას ამისთვის დრო აღარ ექნება"- აცხადებს "რადიო თავისუფლების " ევროპის ბიუროს ხელმძვანელი.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.