აშშ საქართველოსთან მიმართებაში უფრო აქტიური და ეფექტური იყო, ვიდრე უკრაინის შემთხვევაში - კურტ ვოლკერი
აშშ საქართველოსთან მიმართებაში უფრო აქტიური და ეფექტური იყო, ვიდრე ეს უკრაინაის შემთხვევაში მოხდა, - ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი საუბრობს.
უცხოელი მაღალჩინოსანი იხსენებს, რომ 2008 წლის ომის დროს ბუშის ბრძანებით საქართველოს სანაპიროზე ამერიკული გემები განლაგდა, უკრაინსი შემთხვევაში კი პირიქით, 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომამდე აშშ-მ საკუთარი გამანადგურებლები შავი ზღვიდან გაიყვანა.
აშშ უფრო აქტიური და ეფექტური იყო საქართველოს დახმარებაში იმისთვის, რომ ომი შეჩერებულიყო, ვიდრე უკრაინის მიმართ 2014 წელს ყირიმის შემთხვევაში. როცა საქმე ყირიმს ეხება, ჩვენ თითქმის არაფერი გავაკეთეთ, ჩვენ ვუთხარით უკრაინელებს, საპასუხო წინააღმდეგობა არ გაეწიათ, მათთის არ მიგვიცია არანაირი აღჭურვილობა. გაოგნებული ვიყავი, როცა რუსეთმა ე.წ. რეფერენდუმი ჩაატარა და ტერიტორიის ანექსია გამოაცხადა. მსგავის იყო ვითარება მოგვიანებით, როცა რუსეთი დონბასში შეიჭრა. ძალიან ცოტა რამ გავაკეთეთ. 2022 წელს რუსეთის ურკაინაში შეჭრამდე ჩვენ შავი ზღვიდან გამანადგურებლები, ჩვენი გემები გამოვიყვანეთ. შედარებისთვის, 2008 წელს კი ბუშის ადმინისტრაციამ გემებს პოზიცია შეუცვალა და საქართველოს სანაპიროზე განალაგა ძალის საჩვენებლად, რათა გაგვეფრთხილებინა რუსეთი, რომ შორს არ წასულიყო. ჩვენდ ავეხმარეთ ქართელებს ინფორმაციის მოპოვებაში, კოორდინაციაში, ერაყიდან საკუთარი ჯარისკაცების დაბრუნებაში ომის აგილზე შესაჩერებლად, აქტიურად ვიყავით ჩართული დიპლომატიაში საფრანგეთთან და ევროკავშირთან ერთად. ასე რომ, ომის დაწყებიდან 1 კვირის თავზე არსებული ვითარება რეალური თვალსაზრისით, დიდად არ განსხვავდებოდა ომამდდელი ვითარებისგან. ეს იყო უზარმაზარი, ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა განსხვავებით იმისგან, რაც 2014-15 წლებში უკრაინის შემტხვევაში ვიხილეთ, - თქვა ვოლკერმა.
კურტ ვოლკერი ასევე იხსენებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აშშ-მ ნატო-საქართელოს კომისია შექმნა. მისი ტქმით, მაპის ერთვგვარი რეპოლიკა შეიქმნა, მხოლოდ სხვა სახელმწოდებით.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენ შევაჩერეთ ნატო-რუსეთის საბჭო, შევქმენით ნატო-საქართველოს კომისია, რათა ყოფილიყო პირდაპირი ფორმატი ნატო პლუს საქართველო. ჩამოვაყალიბეთ წლიური, ეროვნული პროგრამა საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის, შეფასებისა და მხარდაჭერისთვის. ეს არის ის, რასაც მანამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაკეთებდით, თუ საქართველოს მაპი წევრობის სამოქმედო გეგმა მიეცემოდა. ასე რომ, ჩვენ მაპის ერთგვარი რეპლიკა შევქმენით ისე, რომ მას მაპი არ ვუწოდეთ. ჩვენ ვიმუშავეთ ნატოსთან ქართული ძალების თავსებადობაზე, წვრთნასა და აღჭურვაზე და ეს ყველაფერი ამერიკის საგარეო სამხედრო დახმარების პარალელურად. ამასთან, საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნატოს ოპერაციებში, განსაკუთრებით ავღანეთში და ეს ნატოს მხრიდან ძალიან იყო დაფასებული. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო ნატოსთან საქართველოს ბევრად უფრო დაახლოებას, ვიდრე იქამდე, - ამბობს ვოლკერი.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.