ФСБ-ს საქართველოს მოქალაქეების პირად მონაცემებზე თავისუფალი წვდომა ექნება
ФСБ-ს საქართველოს მოქალაქეების პირად მონაცემებზე თავისუფალი წვდომა ექნება - ადამიანების პირადი ინფორმაცია ვინც Yandex ტაქსით სარგებლობს ან ტელეფონში აპლიკაცია აქვს ჩაწერილი, პირველი სექტემბრიდან რუსეთის სპეცსამსახურებში შეინახება.
ფოტოები, მეილები, გადადგილების მარშრუტი და საბანკო მონაცემებიც კი რუსეთის ФСБ - ში დაარქივება.
რუსული კომპანია Yandex საქართველოში წლებია ოპერირებს, ის ბაზარზე ყველაზე დაბალი ტარიფებით შემოვიდა, ამიტომ სპეციალისტებს ეჭვი, აქვთ რომ ოკუპანტი ქვეყანა, მსგავს კომპანიებს მისთვის სასურველი ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს.
თუ ჩვენ საზოგადოებაში გარკვეული ავტორიტეტით ვსარგებლობთ და ამ აპლიკაციას ვიყენებთ, რუსულ ФСБ-ს ეცოდინება ჩემი გადაადგილების მარშუტი, ჩემი პერსონალური მონაცემები, რაც შემდეგ ყველაზე ცუდი სცენარი შეიძლება იყოს ფიზიკური ლიკვიდაცია. მარტივი სცენარი შეიძლება იყოს კიბერ შეტევა.
უნდა შემუშავდეს შავი სია. მაგალითისთვის, რუსეთში წამოებული პროგრამული უზრუნველყოფა, ანტი ვირუსები ან სხვადასხვა ტიპის აპლიკაციები, არ უნდა იყოს გამოყენებული ოფიციალურად საქართველოში’’ - აცხადებს ანზორ მეხრიშვილი.
კიბერ უსაფრთხოების ექსპერტები რისკებზე საუბრობენ და ხელისუფლებას პრევენციული ზომების გატარებას სთხოვენ.
მტრულად განწყობილი ქვეყნის კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება ძალიან დიდი რისკების შემცველია, რადგან კონკრეტულ აპლიკაციას წვდომა აქვს, არა მხოლოდ ჩვენი გადაადგილების მარშუტზე, თუ კონკრეტულად ტაქსის აპლიკაციას ვიყენებთ, ის წვდომას გვთხოვს მობილურში არსებულ ფაილებზე.
უნდა დაწესდეს ისეთი კანონი, რომ მას შეუზღუდავს საქართველოში მოგროვებული ფაილების გატანას საზღვრებს გარეთ. თუ კი ეს ლეგალურად შეეზღუდება, მაშინ ყოველგვარი ასეთი ფაილების გადაგზავნა იქნება უკვე ჯაშუშობის აქტი, რომლითაც შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან’’- ამბობს ანდრო გოცირიძე
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.