ეუთო/ოდირმა ე.წ. რუსულ კანონზე ინიციატივები ნეგატიურად შეაფასა
ეუთო/ოდირმა ე.წ. რუსულ კანონზე ინიციატივები ნეგატიურად შეაფასა - სახალხო დამცველის ცნობით, ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR), სამართლებრივი დასკვნა მათი მიმართვების საფუძველზე მოამზადა.
"როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, მწვავე სოციალური პროტესტების შედეგად, მითითებულ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტში მსჯელობა არ გაგრძელებულა, ერთი მათგანი გამოთხოვილ იქნა, მეორე კი მეორე მოსმენით ჩავარდა. თუმცა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეუთო/ოდირმა გააგრძელა დასკვნაზე მუშაობა და საკითხთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების სტანდარტებისა და რეკომენდაციების ფართო მიმოხილვა წარმოადგინა," - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.
გამოქვეყნებული დოკუმენტი ფოკუსირდება ძირითად უფლებებზე, რომლებზეც კანონპროექტები ნეგატიურ გავლენას ახდენს, კერძოდ:
- გაერთიანების;
- გამოხატვის;
- პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის;
- საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებებზე;
- დისკრიმინაციისაგან თავისუფლებაზე.
დასკვნაში ასევე მიმოხილულია აშშ-ს და ავსტრალიის კანონმდებლობა. ხაზგასმულია, რომ ისინი ფუნდამენტურად განსხვავებული შემთხვევებია, სრულიად სხვა მიზანი და მასშტაბი აქვთ, რის გამოც არ წარმოადგენენ რელევანტურ შედარებით მაგალითებს ქართულ კონტექსტში.
დასკვნის სრული ვერსია ნახეთ ბმულზე.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.