საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული გზით არ მიდის - დენ ფიდი

09.08.23 12:19
საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული გზით არ მიდის - დენ ფიდი

საქართველოს ხელისუფლება უფრო მოსკოვისთის ხელსაყრელი გზით მიდის, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე "ამერიკის ხმასთან" საუბრბს. დენ ფიდი პირდდაპირ ამბობს, რომ საქართელომ ნატოსთან დაახლოების პროცესიდან საკუთარი თავი თავად გაწია. 

საქართველომ შეიძლება თქვას, თუ უკრაინა უახლოვდება ნატოს, ჩვენც უნდა ვუახლოვებოდეთ, მაგრამ ეს არგუმენტი არ არის, რადგან, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა არ არის ნატოს ან დასავლეთის, და გულწრფელად რომ ვთქვათ, დემოკრატიული გზის ერთგული. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება სხვა მიმართულებით მიდის, უფრო მეტად მოსკოვისთვის ხელსაყრელი გზით. ასე რომ, ეს საკითხი არ დგას. მე ვიტყოდი, რომ ამ პროცესიდან საქართველომ საკუთარი თავი თავად გაწია, ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის მაინც, - ამბობს დენ ფიდი. 

დენ ფიდი ასევე განმარტავს, რატომ არ დაუწესა აშშ-მ აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთს სანქციები. 

ომის შემდეგ აშშ-მ რუსეთს სანქციები არ დაუწესა. ევროპელები ამას არც კი განიხილავდნენ. შესაბამისად, მეეჭვება, მათ მხარი დაეჭირათ, თუმცა ბუშინს ადმინისტრაციამ საქართველოს ეკონომიკის დასახმარებლად საკუთარი თავისა და დონორების კონფერენციის ორგანიზება მოახერხა. ეს წარმატებული აღმოჩნდა. მხოლოდ აშშ-მ საქართველოს მლრდ დოლარი გამოუყო. ადრეულ შემოდგომაზე გამართულ დონორთა კონფერენციაზე კი საქართელოსთის 4 მლრდ დოლარზე მეტის მოზიდვა მოხერხდა. ეს ბუშის ადმიინისტრაციის მთავარი და ეფექტური ქმედება იყო. დღევანელი გადმოსახედიდან, უმჯობესი იქნებოდა, რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, მაგრამ მაშინ ასკითხის მიმართ ევროპის აყოფის გამო ეს მხოლოდ აშშ-ს ცალმხირივი და შესაბამისად, არც ისე ეფექტური სანქციები იქნებოდა. ასე რომ, ის, რცა საქართელოს ეკონომიკური მხარდაჭერისთვის გავაკეტეთ, ჯამში, ეფექტური იყო, - ამბობს ყოფილი მაღალჩინოსანი.  

მსგავსი სიახლეები