"9 ყალბი ნარატივის" - პაპუაშვილმა ბრიფინგი მედიის, პოლიტიკოსებისა და NGO-ების გასაკრიტიკებლად გამართა

09.08.23 12:46
 "9 ყალბი ნარატივის" - პაპუაშვილმა ბრიფინგი მედიის, პოლიტიკოსებისა და NGO-ების გასაკრიტიკებლად გამართა

"ქართული ოცნება" ისევ "საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანისა და პანიკის დათესვის" მცდელობაზე საუნრობს - პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ბრიფინგი "9 ყალბი ნარატივის" ჩამოსათვლელად გამართა.

შალვა პაპუაშვილის სამიზნე პოლიტიკოსები, მედია და NGO-ები იყვნენ. 

სამწუხაროდ, სტიქიასთან ბრძოლასთან ერთად ამ დღეებში ჩვენ გვიწევდა დეზინფორმაციის და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაც. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიმართ სიძულვილი და სკანდალებით ყურადღების მიქცევის სურვილი იმდენად აბრმავებს ზოგიერთს, მზად არიან ნებისმიერი სიყალბე შეთხზან, დაიჯერონ და გაავრცელონ. ის რაც ამ დღეებში ტელე თუ სოციალურ მედიაში ხდებოდა თავისუფლად შეიძლება შეფასდეს როგორც ქართულ საზოგადოებაზე საინფორმაციო თავდასხმა, რომლის მიზანი სახელმწიფოს მიმართ უნდობლობის გაჩენა, საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა და პანიკის დათესვაა", - თქვა პაპუაშვილმა. 

პაპუაშვილის მტკიცებით, ვრცელდებოდა კობახიძის, მდინარაძის, გომელაურის ყალბი ციტატები, რასაც ფაქტების შემმოწმებელი პროექტები "ფაქტჩექი" "მითების დეტექტორი" და მხოლოდ მას შემდეგ ამხილეს ყალბი ციტატები, რაც აღნიშნულზე "ოცნებამ" განაცხადა.  

"მსურს საზოგადოებას შეჯამების სახით ერთიანად წარვუდგინო ის 9 ყალბი ნარატივი რომლის საზოგადოებისთვის თავსმოხვევა ინტენსიურად ხდებოდა და რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების დაზაფვრას და სახელმწიფოს მიმართ უნდობლობის გაჩენას", - თქვა პაპუაშვილმა.

1. სტიქია პროგნოზირებული იყო ჯერ კიდევ 2021 წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ. 

პაპუაშვილი ამბობს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სტიქიის მეორე დღეს "მწვანე ალტერნატივას" ხელმძღვანელმა გამოაქვეყნა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სინამდვილეში საუბარი იყო არა მდინარე ბუბის წყალზე, სადაც სტიქია მოხდა, არამედ დღვიორაზე, რომელიც ეპიცენტრიდან 1კმ-ით ქვემოთ მოედინება და სტიქიასთან კავშირი არ აქვს.

2. ბოლო წლებში მოხდა მდინარე ბუბის წყლის კალაპოტის შეცვლა

პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია 4 აგვისტოს "მთის ამბებმა" გაავრცელა. მისი თქმით, ძველი კალაპოტი 1960-იან წლებში არის შეცვლილი და მას შემდეგ მდინარე არსებულ კალაპოტში მოედინება. 

3. მძიმე შედეგების მიზეზი კოტეჯების აშენებაზე გაცემული ნებართვებია

პაპუაშვილმა მედიას უთხრა, რომ სოციალურ ქსელებში და მედიაში განიხილებოდა სატელიტური ფოტო კოტეჯების გამოსახულებით. მისივე თქმით, ეს კოტეჯებიც 1960-იან წლებშია აშენებული ზუსტად იმ სახით როგორი სახითაც სტიქიის დროს იყვნენ. 

4. სტიქიის მიზეზი ტყის უკანონო ჭრაა

შალვა პაპუაშვილი, რომ არანაირი ფაქტით არ დასტურდება, რომ მეწყერს ჩამოჰყვა მოჭრილი მორები. მისი თქმით, მეწყრის წარმოშობის ტერიტორიაზე ხის ჭრა, დამზადება და გამოტანა ფიზიკურად შეუძლებელია.

5. მდინარე ბუბის წყალში 2 დღე წყლის დონე დაკლებული იყო, რაც იმის ნიშანი იყო, რომ მყინვარზე წყალი გუბდებოდა

პაპუაშვილმა თქვა, რომ აღნიშნული ინფორმაცია "მთის ამბებმა" 4 აგვისტოს გაავრცელა. მისი თქმით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია იმავე დღეს უარყო. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ აღნიშნულს თეა გოდოლაძეც ავრცელებდა.

6. ვერტმფრენებთან დაკავშირებული საკითხი

"დღემდე არ ჩერდება ყალბი ნარატივი ვერტმფრენების თემაზე",  - თქვა პაპუაშვილმა.  და გაიმეორა, რომ 2 ვერტმფრენი "სტანდარტულ დროში" იქნა მობილიზებული და "არასრულ 3 საათში" ისინი სტიქიის ზონაში იყვნენ. პაპუაშვილი ამბობს, რომ მათ სამუშაოდ 3 საათი ჰქონდათ, რას საკმარისი იყო იმისთვის, რომ სრულად დათვალიერებულიყო ეპიცენტრი.

7. კახა კალაძის წინააღმდეგ წარმოებული დისკრედიტაციის კამპანი

პაპუაშვილმა თქვა, რომ ამ კამპანიას "ნაციონალური მოძრაობა" და მათი პროპაგანდისტები აწარმოებდნენ.

8. დაკარგულების ოჯახების წევრების მიმართ სახელმწიფო ყურადღებას არ იჩენდა

პაპუაშვილის თქმით, 5 აგვისტოს "მთის ამბებმა" გამოაქვეყნა ფოტო წარწერით, რომ წინა ფონზე ჩანს კაცი, რომელიც შვილს ეძებს, ის რამდენიმე დღეა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ცდილობს, მას კი არავინ ხვდება, უკანა ფონზე ხელისუფლების წევრები ჩანდნენ. 

"ამ ფოტოს გადაღებამდე რამდენიმე წამით ადრე პირადად მე დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრებოდი ამ მამაკაცს. ეს კარად იცოდა ფოტოს ავტორმაც", - თქვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, "მთის ამბებს" ფოტოს აღება სთხოვა, თუმცა აღნიშნული მედიამ არ გაითვალისწინა.

 "სოციალურ ქსელში ასევე ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია დახმარების შეგროვების შესახებ - იქნებოდა ეს საკვები, წყალი, ტანსაცმელი თუ მედიკამენტები. მიუხედავად საგანგებო შტაბის მხრიდან გაკეთებული არაერთი განმარტების, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფდა ადგილზე მყოფ ყველა პირს და მოხალისეობრივი ჩართულობის აუცილებლობა არ იყო. ასეთი აქტივობის მიზანი, რიგ შემთხვევაში, იყო აღქმის ჩამოყალიბება, რომ თითქოს ხელისუფლება საკმარისად არ ზრუნავს დაზარალებულებზე", - თქვა პაპუაშვილმა.

9. სოციალურ ქსელებში ხელისუფლების წევრების ყალბი ციტატების გავრცელებ

 

მსგავსი სიახლეები