თუ ხელს არ მოაწერენ მიშელის დოკუმენტს, ვერ ისარგებლებენ ვერცერთი პრივილეგიით - კობახიძის ულტიმატუმი ენმ-ს

31.05.21 12:10
თუ ხელს არ მოაწერენ მიშელის დოკუმენტს, ვერ ისარგებლებენ ვერცერთი პრივილეგიით - კობახიძის ულტიმატუმი ენმ-ს

"თუ გონივრულ ვადებში ხელს არ მოაწერენ მიშელის დოკუმენტს, ისინი ვერ ისარგებლებენ ვერც ერთი პრივილეგიით", - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს გონივრული ვადა.

მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარის ეს ნიშნავს, რომ ეს პარტია პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და საერთაშორისო პარტნიორებს. თუ ,,ნაციონალური მოძრაობა" მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადებში  არ მოაწერს ხელს, ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერცერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მოსამზადებლად არის შექმნილი, ან მომავალში შეიქმნებდა. გარდა ამისა, თუ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში ხელი არ მოეწერება, ისინი ვერ ისარგებლებენ ვერც ერთი პრივილეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს. დარწმუნებული ვართ "ნაციონალურ მოძრაობას" ამ შემთხვევაშიც მოუწევს უკან დახევა და დოკუმენტზე ხელის მოწერა, - ამბობს კობახიძე.

კობახიძის თქმით, ,,ენმ"-მ არათანმიმდევრული ნაბიჯები გადადგა. 

როდესაც შენ ხელს არ აწერ პოლიტიკურ შეთანხმებას  და ასე გინდა სხვის ხარჯზე შემოხვიდე პარლამენტში, ეს არის მინიმუმ უხერხული ნაბიჯი და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ აბსოლუტურად არათანმიმდევრულები არიან საკუთარ ნაბიჯებში და ეს არის მათი მარცხის საბოლოო გაფორმება", - თქვა კობახიძემ. 

ცნობისთვის, "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. 

მსგავსი სიახლეები