"ოცნება" სასამართლოს რეფორმას აღარ აპირებს

09.08.23 13:53
"ოცნება" სასამართლოს რეფორმას აღარ აპირებს

"ქართული ოცნება" სასამართლოს რეფორმას აღარ აპირებს - ხელისუფლება ირწმუნება, რომ რეფორმა ჩატარებულია, ევროკავშირის ეს პირობაც შესრულებულია. სასამართლო რეფომასთან ერთად, "ოცნებამ" დღეს სხვა პირობებიც შესრულებულად გამოაცხადა, ამიტომ მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ ოქტომბერში ქვეყანა სტატუსს მიიღებს. 

10 რეკომენდაციის მიხედვით, ჩვენ გვაქვს პროგრესი, 3 მათგანი, აღარ დარჩა პრაქტიკურლად საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც, სურვილი მაინც იარსებებდა რაიმეს პროგრესირებისა. 7 მიმართულებით გვაქვს პროგრესი, მაგრამ დარჩენილია ცალკეული საკითხები რომელიც ასე ფასდება, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც შეგვიძლია გვქონდეს განსხვავებული მოსაზრება, დეოლიგარქიზაციაზე და სასამართლო რეფორმაზეც, დიახ. სასამართლო რეფორმაზე, თუ ვინმე მეტყვის, რა არის ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ამ პერიოდის განმავლობაში უნდა გადაედგა და არ გადადგა, მზად ვარ, აბსოლუტურად სერიოზულად ამ თემაზე ვისაუბრო. დეპოლარიზაციის მიმართულებით, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა უკლებლივ ყველა ნაბიჯი, რაც კი შეიძლება რომ გადადგმულიყო". - ამბობს მიხეილ სარჯველაძე. 

ევროკომისიამ საბოლოო ანგარიშის მომზადება უკვე დაიწყო. რიკარდ იოზვიაკი ვარაუდობს, რომ პოზიციური გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველო სავარაუდოდ, დამატებით რეკომენდაციებსაც მიიღებს, რადგან 27 ევროპულ ლიდერს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. პრობლემად რჩება დეოლიგარქიზაცია, სასამართლო და საარჩევნო რეფორმა.   

მსგავსი სიახლეები