ФСБ-ს „იანდექსის“ ქართულ ბაზებზე წვდომა ექნება - სამიზნე შეიძლება, მესამე სექტორი და ჟურნალისტები აღმოჩდნენ
აეკრძალება თუ არა რუსულ "იანდექსს" საქართველოში ოპერირება - "ქართული ოცნება "კითხვას ФСБ-სთან მჭიდრო კავშირში მყოფი რუსული კომპანიის საეჭვო საქმიანობაზე, გაქცევით პასუხობს. დღეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა მედიის არცერთ კითხვას არ უპასუხეს. არადა დადასტურებულია, რომ ტაქსების კომპანია "იანდექსი" რუსულ სპეცსამსახურებთან ოფიციალურად თანაშორმლობს, უზიარებს მომხმარებლის პირად მონაცემებს და პირველი სექტემბრიდან წვდომას აძლევს საბანკო ანგარშებზეც.
ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ.
"კიბერ თრასთის" დამფუძნებელი გიორგი იაშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ აპლიკაციის მეშვეობით, რუსეთში დაფისქრიდა რიგი შემთხვევები, როდესაც არასამთავრობოების და გამომძიებელი ჟურნალისტების გადაადგილების მარშრუტის შესახებ ინფორმაცია მიწოდებულ იქნა ქვეყნის სპეცსასმახურებზე.
საქმე გვაქვს სპეცსამსახურების კონტროლირებად სერვისების მომწოდებელ კომპანიასთან, რომელიც აგროვებს ძალიან ბევრ ინფორმაციას ჩვენზე. მე, ჩვეულებრივ მოქალაქეს , რითი დამაზარალებს ეს, რომ ჩემი მონაცემები, მაგალითად, თუ გადავაადგილდები ერთი პუნტქიდან მეორეში, რას მისცემს ეს ჩვენი ქვეყნის მტერ, ოკუპანტი ქვეყანის სპეცსამსახურს ამ შემთხვევაში? ძალიან მნიშვნელოვანია აქ, რომ რამდენიმე პრენცედენტი დაფიქსიდა რუსეთის ფედერაციაში. ეს იყო არასამთავრობოების მიმართ, ასევე გამომძიებელი ჟურნალისტების გადაადგილების მარშრუტი იქნა აღმოჩენილი და კონტროლს დაქვემდებარებული ამ აპლიკაციების გამოყენებით და შესაბამისად, ძალიან ვუმარტივებთ საქმეს ჩვენი ქვეყნის ოკუპანტს. ნებისმიერმა ჩვენმა მოქალაქემ, თავი უნდა შეიკავოს, ერთის მხრივ, ამ აპლიკაციის გამოყენებისგან ან მეორეს მხრივ, ცაერთოს უკვე სახელმწიფო, რომელმაც შეიძლება აკრძალოს მსგავსი აპლიკაცია". - ამბობს გიორგი იაშვილი.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.