"ოცნებას" ყაველაშვილის სიტყვები მინდა შევახსენო, "თქვენსა და ჩვენს შორის რუსული სამიქს გამკეთებლის.." - მანჯგალაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის პაატა მანჯგალაძის თქმით, ეუთ-ოდირის დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონი, რომლის მიღებასაც ხელისუფლება გეგმავდა, ნამდვილად რუსული იყო.
ოპოზიციის წევრი მიხეილ ყაველაშვილის სიტყვებს იშველიებს და ამბობს, რომ ფრაზა " თქვენსა და ჩვენს შორის რუსული საქმის გამკეთებლის" "ოცნებას" ყოველდღიურად უნდა შეახსენონ.
ეუთო-ოდირმა დაადასტურა, რომ ეს იყო ნამდვილად რუსული კანონი და მის მიზანს წარმოადგენდა არა გამჭვირვალობა, არამედ რეპრესია ყველა იმ ორგანიზაციის, რომელიც დაფინანსებას იღებდა უცხოეთიდან. უფრო მეტიც შეგვიძლია ვთქვათ: ის, რომ დასავლეთისგან, პარტნიორებისგან დაფინანსებულ ორგანიზაციას შენ უკვე აფორმებ როგორც უცხოეთის გავლენის აგენტს, ეს ნიშნავს, რომ შენ პოზიციებს ხედავ როგორც რუსი. მე მინდა, რომ ყოველდღე ყაველაშვილს და „ქართული ოცნების“ ლიდერებს შეახსენონ, ყაველაშვილის თქმით, „ჩვენს და თქვენს შორის რუსული საქმის გამკეთებელზე,“ ეს გამონათქვამი ყოველ დღე უნა შევახსენოთ, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.