შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის ომის თავიდან აცილება? - სააკაშვილის პასუხი "ოცნებას"

09.08.23 14:34
შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის ომის თავიდან აცილება? - სააკაშვილის პასუხი "ოცნებას"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმ მიზეზებს განმარტავს, რატომ ვერ აირიდებდა ქვეყანა 2008 წელს რუსეთთან ომს. მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ რუსეთთან დათმობაზე წასვლის შემთხვევაში საქართველო  ისევ კრიმინალურ, კორუმპირებულ ქვეყნად დარჩებოდა და არც ნატოსკენ და ევროკავშირისკენ სწარფვის უფლება ექნებოდა. 

ჩემი პასუხი ივანიშვილის მოლაპარაკე თავებს! შეიძლებოდა თუ არა, 2008 წლის ომის თავიდან აცილება? დიახ, შეიძლებოდა. რა უნდა გაგვეკეთებინა ამისათვის:

1.აჭარაში ასლანი დაგვეტოვებინა და ხელი აგვეღო ბათუმის განვითარებაზე;

2.ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებად მათი აგენტები უნდა დაგვენიშნა, როგორც ამას პირდაპირ მთხოვდა პუტინი;

3.არ უნდა შევბრძოლებოდით კორუფციას, რადგან ძირითადად მათ ეყრდნობოდა რუსული გავლენა საქართველოში;

4.არ უნდა გაგვეტარებინა არცერთი რეფორმა, ვინაიდან რეფორმებს რუსეთი განიხილავს საშიშ პრეცედენტებად;

5.არ უნდა გვევლო ევროკავშირისა და ნატო-სკენ;

6.არ უნდა გვეთქვა უარი ენერგეტიკაში რუსულ სქემებზე და შესაბამისად, სიბნელეში დაგვეტოვებინა საქართველო;

7.არ უნდა შეგვექმნა ქართული არმია და სამხედრო წარმოება. ერთი სიტყვით, დავჩენილიყავით ჩამორჩენილ, გაუბედურებულ, კრიმინალურ, კორუმპირებულ ქვეყნად, რომლის ბედი მსოფლიოში არავის დააინტერესებდა და რომელსაც რუსეთი ნებისმიერ დროს დამართებდა ყველაფერს, რასაც მოისურვებდა“, - წერს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები