მოუწევს, უპასუხოს კითხვას, რატომ ითამაშა სააკაშვილის თამაში - კობახიძე გახარიაზე

31.05.21 12:36
მოუწევს, უპასუხოს კითხვას, რატომ ითამაშა სააკაშვილის თამაში -  კობახიძე  გახარიაზე

„ქართული ოცნების“ თვამჯდომარე გიორგი გახარიას მიხეილ სააკაშვილის თამაშში მონაწილეობაში ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყოფილმა პრემიერმა პოსტიდან გადადგომით სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტის თამაში ითამაშა. 

თქვენ ხედავთ, ვინ  აპიარებს ძირითადად გიორგი გახარიას. ეს არის ორი ტელევიზია: ,,ტვ პირველი" და "ფორმულა". აქ არის ყველაფერი ნათელი, თუ ვისთან არის დაკავშირებული გიორგი გახარია და ეს კიდევ უფრო ამძაფრებს იმ ეჭვებს, რაც არის დაკავშირებული 17-18 თებერვალთან. რატომ ითამაშა მან სააკაშვილის თამაში 17-18 თებერვალს, პირველ რიგში, მას მოუწევს ამ ძალიან მნიშვნელოვან და მძაფრ კითხვაზე პასუხის გაცემა, - განაცხადა კობახიძემ.