წვდომა პერსონალურ მონაცემებზე „იანდექსის“ მეშვეობით - ინსპექტორმა შესწავლა დაიწყო
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, Yandex.Go-ის მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შესწავლის შედეგების შესახებ საზოგადოებას დაუყოვნებლივ აცნობებს.
„ამასთან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერამდე, მოქალაქეები დეტალურად გაეცნონ ინფორმაციას მათ მოწყობილობაში არსებულ რა მონაცემებზე ექნება აპლიკაციას წვდომა და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ ჩამოტვირთონ ის“, — ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს მალე მუდმივი და სრული წვდომა ექნება რუსული კომპანია „იანდექსის“ ბაზებზე.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.