ყველას გიცნობთ, 2-3 დღიანი ნიუსისთვის ღირს ეს ტყუილი ამხელა ტრაგედიაზე? - ზურა ჯაფარიძე ოპოზიციას
"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას შოვთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე მარაზმს უწოდებს და ამბობს, რომ ოპოზიციაში ყველამ კარგად იცის, რომ არც არავინ შეაქმნევინებთ მათ საგამოძიებო კომისიას და არც არავინ გამოიძიებს რამეს.
ყველას გიცნობთ, 2-3 დღიანი ნიუსისთვის ღირს ეს ტყუილი ამხელა ტრაგედიაზე? - ეუბნება ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციას.
"რა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია? როდის უნდა მორჩეს ეს მარაზმი? ვინ გაგაკეთებინებთ კომისიას?
ვინ გამოგაძიებინებთ? ამ პარლამენტში? როდის უნდა დაამთავროთ ასეთი ტყუილები?
თან რუსები არიან და თან რუსების პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის და რამის გამოძიების იმედი გაქვთ?
ხომ ვიცი რომ არ გაქვთ, ყველას გიცნობთ, 2-3 დღიანი ნიუსისთვის ღირს ეს ტყუილი ამხელა ტრაგედიაზე?
კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ხალხს რომ ესენი ცუდები არიან’?
Come on, ესენი არიან რუსები, ამათ უნდა გაა*ვან. ყველანაირი გამოძიება მერე, ესაა სიმართლე. პ.ს. გამოსაძიებელი ბევრია". - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილი შოვთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.