რაჭის სტიქიასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით ენმ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ რაჭის სტიქიასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
განცხადება ფრაქციის თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ გააკეთა - თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ არსებობს ორი მთავარი კითხვა, იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში და იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.
სისტემური პრიორიტეტი არის გამოყოფილი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, მაგრამ ვხედავთ, რომ გამაფრთხილებელი სისტემა დღემდე არ არის შექმნილი და ბიუჯეტი გაწერილი არ არის. მეტიც, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი, 5 წლის წინ ამტკიცებდა ადრეული მონიტორინგის სისტემის აუცილებლობას, დღეს კი ამბობს, რომ მსგავსი ტრაგედიები გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში რაც არ უნდა სისტემა გვქონდეს", - განაცხადა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავამ მმართველ პოლიტიკურ ძალას დანაპირები შეახსენა და თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას მონიტორინგის სისტემის დანერგვას პირადადაც ჰპირდებოდა.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.