ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სუს-ის შემდეგ რუსულმა ФСБ-მ მოუსმინოს - ბუაძე

09.08.23 15:03
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სუს-ის შემდეგ რუსულმა ФСБ-მ მოუსმინოს - ბუაძე

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სუს-ის შემდეგ რუსულმა ФСБ-მ მოუსმინოს - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა. 

ბუაძის თქმით, არ არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა რაიმე ნაბიჯებს გადადგამს იმისათვის, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს „იანდექსის“  მეშვეობით სრული წვდომა არ ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეების პირად მონაცმებზე.

როდესაც ხელისუფლება ემსახურება პუტინის რუსეთის ინტერესებს და რუსულ დავალებებს ასრულებს, არ არის გასაკვირი, რომ ახლა, საქართველოს მოქალაქეების ინფორმაცია შეიძლება, პირდაპირ რუსული სპეცსამსახურების ხელში ჩავარდეს. ცხადია, არ არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა რაიმე ნაბიჯებს გადადგამს იმისათვის, რომ ეს კონკრეტული რისკები შეამციროს და მეტიც, აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას ნოყიერი გარემო იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ახლა უკვე სუს-ის შემდეგ რუსულმა ФСБ-მ მოუსმინოს". - ამბობს საბა ბუაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს მალე მუდმივი და სრული წვდომა ექნება რუსული კომპანია „იანდექსის“ ბაზებზე. 

მსგავსი სიახლეები