თუ კობახიძე-ღარიბაშვილი ტაიმაუტს აიღებენ, დიდი ალბათობით, სტატუსს მოგვცემენ - პაატა მანჯგალაძე
თუ ტაიმაუტს აიღებს ღარიბაშვილ-კობახიძე და არ ისაუბრებენ ევროკავშირთან მიმართებაში, დიდი ალბათობით, ქვეყანა სტატუსს მიიღებს - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანაჯგალაძის თქმით, სპეკულაცია "ოცნების" მხრიდან, რომ ოპოზიციის გამო სტატუსს არ გვაძლევენ, მანიპულაცია და დეზინფორმაციაა.
თუ ტაიმაუტს აიღებს ბატონი ღარიბაშვილი და კობახიძე და სხვა "ქართული ოცნების" ლიდერები და არაფერს არ ისაუბრებენ ევროკავშირთან მიმართებაში, დიდი ალბათობით, ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს. რაც შეიძლება კონკრეტულ საკითხებს, ეს ოპოზიციას არ უთქვამს მხოლოდ, ევროკომისარმა, რომელიც შესრულებული სამუშაოების შეფასებას აკეთებს, პირადპირ თქვა, რომ 12-დან მხოლოდ 3 რეკომენდაცია არის შესრულებული. ყველა სპეკულაცია "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ თითქოს, ოპოზიცია უშლის ამას ხელს და ოპოზიციის გამო სტატუსს არ გვაძლევენ, არის მანიპულაცია და დეზინფორმაცია". - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
ევროკომისიამ საბოლოო ანგარიშის მომზადება უკვე დაიწყო. რიკარდ იოზვიაკი ვარაუდობს, რომ პოზიციური გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველო სავარაუდოდ, დამატებით რეკომენდაციებსაც მიიღებს, რადგან 27 ევროპულ ლიდერს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. პრობლემად რჩება დეოლიგარქიზაცია, სასამართლო და საარჩევნო რეფორმა.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.