რატომ იყო აქტიური იმუნიტეტის მოხსნის ნაწილში და შემდეგ რატომ ითხოვდა მელიას არდაკავებას?! - კობახიძე გახარიაზე

31.05.21 12:38
რატომ იყო აქტიური იმუნიტეტის მოხსნის ნაწილში და შემდეგ რატომ ითხოვდა მელიას არდაკავებას?! - კობახიძე გახარიაზე

"ქართული ოცნების" თავმდჯომარე, ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარიასგან პასუხებს ითხოვს, რატომ იყო ის აქტიური მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის ნაწილში და შემდეგ რატომ ითხოვდა შემდეგ ის, რომ მელია არ დაეკავებინათ. 

მან უნდა გასცეს მათ შორის პასუხი კითხვას, რატომ არწმუნებდა საპარლამენტო უმრავლესობას ყველაზე აქტიურად სხვათა შორის, ჩვენზე აქტიურად, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოხსნილი იმუნიტეტი, ყველას არწმუნებდა და იმ 6-მა დეპუტატმა, რომელიც დღეს საუბრობს, სხვა რაღაცეებს ხმა მისცა და მხარი დაუჭირა იმუნიტეტის მოხსნას.

რატომ იყო ის აქტიური იმუნიტეტის მოხსნის ნაწილში და შემდეგ რატომ ითხოვდა მელიას არ დაკავებას?! ამ კითხვას ხომ უნდა გაეცეს პასუხი, მას ამ კითხვაზე პასუხი ვერ ექნება, იმიტომ, რომ არის პირდაპირი ლოგიკური წინააღმდეგობა მის ქმედებებს შორის იმუნიტეტის მოხსნის დროს და შემდეგ 17-18 თებერვალს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეჭვები, მაგრამ მნიშვნელოვანია, მისგან მოვისმინოთ პასუხი ამ ძალიან მნიშვნელოვან შეკითხვაზე და ამასთან კავშირში უნდა განვიხილოთ "ტვ პირველზე" და "ფორმულაზე" გახარიას გაპიარება", - თქვა გახარია.