ადამიანი, რომელიც დაღუპულთა სიაში მოხვდა და თბილისში აღმოჩნდა, არის კარგი ამბავი - ვოლსკი
ადამიანი, რომელიც დაღუპულთა სიაში მოხვდა და თბილისში აღმოჩნდა, არის კარგი ამბავი - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
კითხვაზე, თუ რატომ არ არსებობს დაკარგული ადამიანების სიები და არ არის საჯარო, ვოლსკი პასუხობს, რომ სიები არსებობს და რომ სწორედ ამ სიების მეშვეობით მიმდინარეობს დაკარგული ადამიანების ძებნა, ამიტომაც ვოლსკის მიაჩნია, რომ სიებთან დაკავშირებით, ვინმეს არ უნდა უნდა მიეცეს სპეკულაციების საშუალება.
ადამიანი, რომელიც დაღუპულთა სიაში მოხვდა და თბილისში აღმოჩნდა, ეს არის კარგი ამბავი და ამ შეცდომის შესახებ ვიღაცამ კომენტარი რომ გააკეთა, ეს არის დადებითი ამბავი. ერთი ადამიანი კიდევ გამოაკლდა იმ მოსალოდნელ ტრაგედიას და იმ დაზაფვრას, რომელიც ისედაც მძიმეა.
სიაც არსებობს და ადამიანების ძებნაც, რასაკვირველია, ამ სიის მიხედვით მიმდინარეობს. ამ ბინძური სტრატეგიისა და პროპაგანდის პირობებში, არ მგონია, რომ ამ სიებთან დაკავშირებით, ვინმეს უნდა მისცე სპეკულაციების საშუალება". - ამბობს ვოლსკი
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.