შექმნის თუ არა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით "ოცნება" საგამოძიებო კომისიას?
შექმნის თუ არა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით "ოცნება" საგამოძიებო კომისიას? - გია ვოლსკის განცხადებით, მომხდარი უბედურების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უზნეობაა და საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი არ არსებობს.
ვოლსკის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს, „კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს კი ცილისწამების სტრატეგიის პარლამენტში გადმოტანა სურს“.
„უნდათ საგამოძიებო კომისიის ბერკეტის გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური ამოცანები განახორციელონ, რისი არც წინაპირობა და არც საფუძველი არ არსებობს. ტრაგედიის გამოყენების თვალსაზრისით თავი იმდენჯერ შეირცხვინეს, რომ არ მგონია, რომ აღნიშნული საკითხი განხილვის საგნად უნდა იქცეს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.