სამწუხაროა ასეთი განცხადების მოსმენა - მოხალისე-მაშველის პასუხი პაპუაშვილს

09.08.23 16:35
სამწუხაროა ასეთი განცხადების მოსმენა - მოხალისე-მაშველის პასუხი პაპუაშვილს

 

ტრაგედია შოვში - მოხალისე მაშველი, რომელიც სტიქიური უბედურების ზონაში კრიტიკულად აუცილებელ წუთებში მუშაობდა, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას "ტვ პირველის" ეთერში პასუხობს. 

მიქაელ ქავთარაძე შალვა პაპუაშვილს ურჩევს, ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვების გადარჩენას ცდილობს, უფრო მეტად დააფასოს. 

სამწუხაროა ასეთი განცხადების მოსმენა. მე იმიტომ შევედი იქ, რომ დრო ყველაზე მნიშვნელოვანია. სანამ მაშველები და მოხალისეები იქ ჩავლენ, პირველები ადგილობრივები იყვნენ, რომლებმაც ის ტერიტორია ყველაზე კარგად იციან. 

არ ვიცი, დროის ფაქტორს რატომ უგულებელყოფს ხელისუფლება, ან რა პრობლემას ხედავენ იმაში, რომ მოხალისეებმა ყველაფერი გადადეს და მზად იყვნენ, სამძებრო ოპერაციებში მონაწილეობა მიეღოთ. მე იმას ვიტყოდი, რომ ხალხი, რომლებიც მუხლჩაუხრელად აკეთებდნენ ყველაფერს, ცოტა მეტად დააფასონ და უკეთესი აღჭურვილობა მისცენ“ - ამბობს მოხალისე.

შალვა პაპუაშვილმა სტიქიიდან მეშვიდე დღეს საგანგებო ბრიფინგი მედიაზე, პოლიტიკოსებსა და იმ ადამიანებზე მიიტანა, რომლებიც სტიქიური უბედურებების ზონაში დაკარგულების სამძებრო ღონისძიებაში ჩართვას ითხოვენ. 

მიუხედავად საგანგებო შტაბის მხრიდან გაკეთებული არაერთი განმარტების, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფდა ადგილზე მყოფ ყველა პირს და მოხალისეობრივი ჩართულობის აუცილებლობა არ იყო. ასეთი აქტივობის მიზანი, რიგ შემთხვევაში, იყო აღქმის ჩამოყალიბება, რომ თითქოს ხელისუფლება საკმარისად არ ზრუნავს დაზარალებულებზე", - თქვა პაპუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები