"იანდექსთან" დაკავშირებით კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს აჟიოტაჟის შექმნა სურთ - ვოლსკი
"იანდექსთან" დაკავშირებით კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს აჟიოტაჟის შექმნა სურთ - ამის შესახებ "ოცნების" წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი არასერიოზულად თვლის იმ მოსაზრებას, რომ ტაქსში მჯდომ ადამიანს რომ ვინმე დაურეკავს, ეგრევე ეფესბეში გადაიგზავნოს ამის შესახებ ინფრომაცია, თუმცა აღნიშნავს, რომ არსებული საკითხი შესასწავლია და ყურადღების მიღმა არ უდნა დარჩეს.
ამ თემაზე შეიძლება განათლება მაკლია, მაგრამ თანამედროვე ტექნიკა, თუნდაც ბილაინის გამოყენება, რომელიც სააკაშვილმა შემოიყვანა საქართველოში, შეუძლია გადაქაჩოს ტელეფონის ნომერი და სხვა არაერთი რესურსი არსებობს. რასაკვირველია, იანდექსი იქნება, ბილაინი თუ სხვა, უნდა იყოს შესწავლის საგანი, მითუმეტეს თუ ესეთი ინფორმაცია ვრცელდება. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს რაღაც დამატებითი მოსაზრებაა, რომლითაც აჟიოტაჟის შექმნა სურთ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს, თუმცა უყურადღებოდ არაფერი არ უნდა დარჩეს.
თუ ეფ-ეს-ბე-ს შენი მონაცემი აქვს, არ სჭირდება იანდექსი, ამისთვის აქვს ბევრი სხვა ტექნიკური რესურსი. იანდექსთან დაკავშირებით თუ წამოიწია საკითხმა, შესასწავლია და პასუხიც გასაცემია. მაგრამ თქვენ ეს თემა საერთოდ არ გქონიათ დღის წესწრიგში, როდესაც ბილაინზე ვამბობდით რომ საქართველოშია შემოსული და ეს არის რუსული კომპანია, მაშინ ტაშფანდური გამართეთ და ახლა "იანდექსთან" დაკავშირებით, იანდექსი გუშინაც იყო, გუშინწინაც და იმის წინაც. არ გვინდა ახლა, რომ ხელს აწერს პრემიერი, რომ ეფესბეს გადაეცით, თბილისის ტაქსის შოფერთან რომ ზის გრიშა, იმასთან რომ დარეკავს ჯიპა, ის აიღეთ და ეგრევე ეფესბეში იმასქენით... არ გეჩვენებათ, რომ ასეთი რამ ცოტა არასერიოზულია? მე არ ვიძახებ მაგალითად იანდექსს". - ამბობს ვოლსკი.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.