,,ენმ" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს

31.05.21 12:57
,,ენმ" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს

,,ნაციონალური მოძრაობა" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს.
 

დღეს გამართულ ბრიფინგზე ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რეზო ხარაზმა, აღნიშნა, რომ  ქობულეთის სანაპიროზე 28.5 ჰექტარ მიწის ნაკვეთის გასხვისება ბევრს კითხვას ბადებს:

27 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზღვის სანაპირო ზოლზე 28.5 ჰექტარი მიწის პრივატიზაციის შესახებ.  აღნიშნული მიწის ნაკვეთი ხელისუფლებამ შეაფასა 48 მილიონ ლარად. ანუ ერთი კვადრატული მიწის ნაკვეთის ღირებულება განსაზღვრა  168 ლარად (51 აშშ დოლარი)  რაც არ შეესაბამება აღნიშნული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებას. ქობულეთში, კერძოდ ბობოყვათში, ზღვისპირა ზოლში მიწის ფასები შეადგენს მინიმუმ 150 აშშ დოლარს

ამ აუქციონის პირობებში მითითებულია როგორც მდოდრული ვილების (ე.წ. “Beach House”) ასევე აპარტოტელების მშენებლობა. ამასთანავე პირობა ითვალისწინებს ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენ მოედანის მოწყობას და. არანაკლებ 30 მცურავ საშუალებაზე (ნავი, იახტა და ა. შ.) გათვლილ ნავმისადგომს და პირსს.

ქობულეთისთვის მსგავსი ზღაპრული საინვესტიციო პროექტები ნაცნობია მაგალითად უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო ე.წ მწვანე ქალაქი ფიჭვნარში და დასაქმებული უნდა იყოს უამრავი ადგილობრივი მაცხოვრებელი. ასევე კარგად გვახსოვს დაბა ჩაქვსა და ციხისძირში ზღვის სანაპიროზე პრივატიზებული მიწის ნაკვეთები სადაც უნდა მოწყობილიყო ტურისტული ინფრასტრუქტურა, საბოლოო ჯამში კი ეს მიწის ნაკვეთები აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ოშორში დარეგისტრირებული კომპანიების საკუთრებაში. მახინჯაურში მზიურის ტერიტორიაზე ქართული ოცნების მიერ დაანონსებული ბრენდული სასტუმროს ნაცვლად კი მივიღეთ ბინათმშენებლობა.

მივიჩნევთ, რომ აღნიშნული სახის პირობიანი აუქციონები არის სახელმწიფო მიწების ,,ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულ კომპანიებზე, მათ შორის პირადად  ბიძინა ივანიშვილზე,  იაფად გასხვისების შესაძლებლობა და რეალურად არანაირი საინვესტიციო პროექტი არ განხორციელდება. მეტიც, ეს მიწის ნაკვეთი გაცილებით მაღალ ფასში გადასხვისდება ერთი მესაკუთრიდან მეორე მესაკუთრეზე, ისევე როგორც უამრავ საინვესტიციო პროექტის შემთხვევაში მოხდა" - აღნიშნა რეზო ხარაზმა.

მსგავსი სიახლეები