"ოცნების" პირობებში, საგამოძიებო კომისიის შექმნას პოტენციალი არ აქვს - დათუნაშვილი

09.08.23 17:29
"ოცნების" პირობებში, საგამოძიებო კომისიის შექმნას პოტენციალი არ აქვს - დათუნაშვილი

"ლელოში" ფიქრობენ, რომ შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას პოტენციალი არ აქვს.

თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ხელისუფლება არ გამოიძიებს ამ ტრაგედიის მიზეზებს, რადგან მისი თქმით, პირველივე წუთიდან მმართველი გუნდი თავის გამოძრომას ცდილობს.

დათუნაშვილი ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს და ამისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისროს შესაბამის პირებს.

"ქართული ოცნების" პირობებში არც შსს-ს გამოძიების და არც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის პოტენციალის იმედი არ მაქვს. ეს ასე არ მოხდება. პირველივე წუთიდანვე, სამწუხაროდ, ამ ტრაგედიისა, ჩვენ დავინახეთ, რა დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლებას, როდესაც გამოძრომის გარდა არაფერზე არ ულაპარაკია. კითხვები ისევ აქტუალური რჩება. 5 წლის წინ დაპირებული მუდმივი მონიტორინგის სისტემა, რატომ არ არის დღემდე, დაისჯება თუ არა პოლიტიკურად ამის გამო ვინმე. ჩემთვის, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს და ამისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს შესაბამის პირებს. სამაშველო სამსახურის უფროსს, მატყუარა ვიცე-პრემიერს, მატყუარა პრემიერ-მინისტრს". - ამბობს თაზო დათუნაშვილი. 

რაჭის სტიქიასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
 

მსგავსი სიახლეები