ძლიერი აფეთქება მოსკოვში - დაშავებულების რაოდენობა 52-მდე გაიზარდა, 6-ის მდგომარეობა მძიმეა

09.08.23 18:11
ძლიერი აფეთქება მოსკოვში - დაშავებულების რაოდენობა 52-მდე გაიზარდა,  6-ის მდგომარეობა მძიმეა

მოსკოვის ოლქში, სერგიევ-პოსადში მდებარე ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ სამხედრო ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა. მათგან 20 საავადმყოფოშია, რომელთაგან  6-ის მდგომარეობა მძიმეა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ხალხი კიდევ იყოს.

ხელისუფლების ცნობით, აფეთქება ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ფარდულში მოხდა, სადაც პიროტექნიკური პროდუქტები ინახებოდა. 

აფეთქებამ ოპტიკურ-მექანიკური ქარხნის საწარმოო ობიექტების ნაწილი გაანადგურა. საწარმოს ყველა შენობიდან სრული ევაკუაცია გამოცხადდა. აფეთქების ადგილზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. დაზიანდა მიმდებარედ 20 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და სკოლები.

შეგახსენებთ, ძლიერი აფეთქება მოსკოვის ოლქში დღეს მოხდა. 

მსგავსი სიახლეები