ე.წ. პროკურორების კორპუსის ადგილას დატბორვის დიდი საფრთხეა, მეორე ფერდი კი "ფეთქებადსაშიშია" - მელია
ე.წ. პროკურორების კორპუსის ადგილას დატბორვის დიდი საფრთხეა, მეორე ფერდი კი "ფეთქებადსაშიშია" - ამის შესახებ ინფორმაციას ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აქვეყნებს.
მელია სოციალურ ქსელში თავის გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ სტიქიას შეიძლება წინ ვერაფერი აღუდგეს.
ასეთ "განაშენიანებას" ყველა მარტივად დავინახავთ, თბილისს თუ ზემოდან გადმოვხედავთ... გუშინ ეს ფოტო პირადად გადავიღე, ფოტოზეა ჟვანიას ქუჩაზე აშენებული ე.წ. პროკურორების კორპუსი.
კორპუსი რომელიც აქ რატომ "ამოვიდა" გაუგებარია...
ამ ადგილას არის დატბორვის დიდი საფრთხე, იქვე მეორე ფერდი კი "ფეთქებადსაშიშია"
სტიქიას შეიძლება წინ ვერაფერი აღუდგეს - განაშენიანება კი დაგეგმვადია..." - წერს მელია
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.