წმენდა სასაზღვრო პოლიციაში - მაღალჩინოსნებს, ვინც "შაბათის ეთერის" რეპორტაჟში ფიგურირებდნენ, თანამდებობებს ატოვებინებენ
წმენდა სასაზღვრო პოლიციაში. იმ მაღალჩინოსნებს, ვინც "შაბათის ეთერის" საგამოძოები რეპორტაჟში ფიგურირებდნენ, თანამდებობებს ატოვებინებენ. "პირველებს" ხელში ჩაუვარდა მათი პატაკები. კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი სანაპირო დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ნაყოფია და უწყების ერთ-ერთი საამმართველოს უფროსი ირაკლი ქარჩხაძე. სწორედ მათ ასახელებდა ქვეყნიდან გაქცეული გოჩა ბერიძე უკანონო დავალებების მთავარ შემსრულებლად. თუმცა ყოფილი მესაზღვრე ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის. სანქცირებული რუსული გემების გადამალვას მინისტრის და მისი მოადგილეების უშუალო ბრძანების გარეშე ვერავინ გაბედავდა.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.