სტიქიის ადგილას ადრეული გაფრთხილების სისტემები რომ ყოფილიყო, მოესწრებოდა თუ არა ხალხის ევაკუაცია - უწყებაში კითხვას ვერ პასუხობენ

09.08.23 19:45
სტიქიის ადგილას ადრეული გაფრთხილების სისტემები რომ ყოფილიყო, მოესწრებოდა თუ არა ხალხის ევაკუაცია - უწყებაში კითხვას ვერ პასუხობენ

სტიქიის ადგილას რომ ყოფილიყო ადრეული გაფრთხილების სისტემები, მოესწრებოდა თუ არა ხალხის ევაკუაცია - "პირველების" ჟურნალისტის არაერთი კითხვის მიუხედვად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კითხვას პასუხი არ გასცა.

მისი საუბარი შეეხებოდა თუ რას ნიშნავს თავად ადრეული გაფრთხილების სისტემა და როგორ მუშაობს ის. მაგრამ კითხვას, მაღალი რისკის ზონაში ხელისუფლებას რომ დაეყენებინა დროულად ადრეული გაფრთხილების სისტემები მოესწრებოდა თუ არა ხალხის ევაკაუცია და იქნებოდა თუ არა უფრო მეტი ადამიანის გადარჩენის შანსი, ვერ პასუხობენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან სიღმისეულად გავეცი პასუხი.

როდესაც ვსაუბრობთ ასეთი მასშტაბის სტიქიის განვითარებაზე, ასეთი კომპლექსური სტიქიის განვითარებაზე, ჩვენი სპეციალისტების მოსაზრებით, ამის წინსწრებით პროგნოზირება არის პრაქტიკულად შეუძლებელი".- განაცხადა თანდილაშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები